თეგებით ძიება
08. 12. 2021 COVID - 19

"ომიკრონი" გაორდა" - გიორგი ფხაკაძე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალ შტამ "ომიკრონთან" დაკავშირებით, უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

"ახალი კოვიდის ვარიანტი “ომიკრონი”. რა სიახლეები გვაქვს. ის უკვე შეიცვალა ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გაორდა. არსებული კოვიდის ომიკრონის ვარიანტი B.1.1.529 , უფრო მარტივად, არის BA.1, ხოლო ახალი ვარიანტი ანუ ახალი განშტოება კი არის BA.2. სტანდარტული პსრ ტესტი ხედავს, რომ არის კოვიდი (რაც კარგი ამბავია), მაგრამ ვერ ადგენს კონკრეტულად ამ ახალ BA.2. ვარიანტს.

დღეს უკვე ცნობილია, რომ გავრცელების სიჩქარით ომიკრონის ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე დელტა ვარიანტი. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, სხვა ვარიანტებთან/შტამებთან შედარებით უფრო აგრესიულია თუ არა.

საქართველოს მოსახლეობის 20%მდე არის სრულად აცრელი (ამაზე ნუ ვიდავებთ). რაც ზრდის საავადმყოფოების გადატვირთვის საშიშროებას და, შედეგად, მაღალ სიკვდილიანობას.

საქართველოს საზღვრები კოვიდისთვის აბსოლუტურად „ღიაა“, განსაკუთრებით ახალი ვარიენტის შემოსასვლელად, რადგან საქართველოში შემომსვლელებს, რომლებიც ვაქცინირებულები არიან, არ ვთხოვთ პსრ ტესტს (ორჯერ/სრულად აცრილებმაც შეიძლება, შემოიტანოს SARS-CoV-2-ის რომელიმე ვარიანტი). შვეიცარიამ და დიდმა ბრიტანეთმა ორშაბათიდან შეცვალეს საზღვრის კვეთის რეგულაცია. საქართველომ სასწრაფოდ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

ქვეყანაში ყველა შემოსულმა ადამიანმა საზღვარზე უნდა წარადგინოს:

შემოსვლამდე 72 საათით ადრე აღებული პსრ უარყოფითი ტესტის პასუხი, საქართველოში კი მე-4 და მე-7 დღეს უნდა გააკეთოს პსრ ტესტი.

უკვე აცრილებს, განსაკუთრებით, ინაქტივირებული (სინოფარმი/სინოვაკი) და ვექტორული (ასტრაზენეკა) ვაქცინებით აცრილებს ზოგადად; ფაიზერებით აცრილებს (მეორე დოზიდან 5 თვის შემდეგ) და კოვიდგადატანილებს:

აქამდეც გირჩევდით და ახლაც - დროულად გაიკეთეთ ბუსტერი (მე-3 დოზა), გთხოვთ. ან თუ გადატანის გამო არ იცრებით - აიცერით ომიკრონის ძალიან ფართო გავრცელებისას ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, დიდი ალბათობით.

მესამე დოზას/ბუსტერს მე ყველა შემთხვევაში მ-რნმ ვაქცინით (ფაიზერი ან მოდერნა) გავიკეთებდი. ცხადია, ისეთი იშვიათი გამონაკლისები არ იგულისხმება, როცა იგივე ვაქცინის გაკეთება აღარაა რეკომენდირებული, მაგალითად, კონკრეტულ ვაქცინაზე ანაფილაქსიური რეაქცია და სხვა.
თუ ფაიზერით არის ადამიანი აცრილი, ბუსტერის სახით სტანდარტულად კეთდება ერთი დამატებითი დოზა.

საქართველოში თუ აცრილი ხართ სხვა ვაქცინით და ფაიზერით იბუსტებით, სტანდარტულად აკეთებენ ერთ დოზას. თუმცა, თუ, მაგალითად, მოგზაურობისთვის ორჯერადად ფაიზერით აცრა გჭირდებათ - აკეთებთ შესაბამის მოთხოვნას და ცრიან ორჯერ - 21 დღის ინტერვალით. ამისთვის რომელიმე იმ ქვეყანაში გასაფრენი ბილეთის ჯავშანი უნდა წარადგინოთ (მაგალითად საფრანგეთი), სადაც მხოლოდ ფაიზერით აცრილებს უშვებენ. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთის თარიღი ისე იყოს, რომ ბოლო, ანუ მეორედ აცრიდან 2 კვირა იყოს გასული", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა