თეგებით ძიება
08. 12. 2021 COVID - 19

"ფაიზერის" მე-3 დოზა არის საკმაოდ ძლიერი იარაღი "ომიკრონის" წინააღმდეგ!" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, "ომიკრონის" წინააღმდეგ "ფაიზერის" ვაქცინის მესამე დოზა საკმაოდ ეფექტურია.

"ფაიზერის" მე-3 დოზა არის საკმაოდ ძლიერი იარაღი "ომიკრონის" წინააღმდეგ!
სანამ არის ფაიზერის ვაქცინები ქვეყანაში, დროზე აიცერით პირველი, მეორე და მე-3 დოზებით!
მსოფლიოში უკვე დადგა (უფრო დიდი მოთხოვნაა) "ფაიზერის" ვაქცინების დეფიციტი!
ყველას ფაიზერის ვაქცინები არ ეყოფა!
სასწრაფო მობილიზაცია არის გასაკეთებელი, რომ "ფაიზერის" ვაქცინების საკმარისი დოზები იყოს ქვეყანაში!
დღეს სხვა ალტერნატივა არ არის!
აიცერით "ფაიზერით" და გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე!
ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა