თეგებით ძიება
08. 12. 2021 COVID - 19

"მსოფლიოში უკვე დადგა "ფაიზერის" ვაქცინების დეფიციტი! აიცერით დროზე!" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას "ომიკრონის" წინააღმდეგ "ფაიზერის" ვაქცინით აცრისკენ მოუწოდებს და წერს, რომ მსოფლიოში აღნიშნული ვაქცინის დეფიციტია.

"ფაიზერის" მე-3 დოზა არის საკმაოდ ძლიერი იარაღი "ომიკრონის" წინააღმდეგ!
სანამ არის ფაიზერის ვაქცინები ქვეყანაში, დროზე აიცერით პირველი, მეორე და მე-3 დოზებით!
მსოფლიოში უკვე დადგა (უფრო დიდი მოთხოვნაა) "ფაიზერის" ვაქცინების დეფიციტი!
ყველას ფაიზერის ვაქცინები არ ეყოფა!
სასწრაფო მობილიზაცია არის გასაკეთებელი, რომ "ფაიზერის" ვაქცინების საკმარისი დოზები იყოს ქვეყანაში!
დღეს სხვა ალტერნატივა არ არის!
აიცერით "ფაიზერით" და გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე!
ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა