თეგებით ძიება

მარიამ ჯიშკარიანი - მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გათავისუფლებული

ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა უსაფრთხო არ არის მიხეილ სააკაშვილისთვის, მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის მდგომარეობისთვის. შესაბამისად, ის უნდა იყოს გათავისუფლებული, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაჰუმანური მოპყრობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება და ექსპრეზიდენტის მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესს გაართულებს.

„ ადამიანები, ვინც, სავარაუდოდ, ჩართული იყვნენ წამებასა თუ არაჰუმანურ მოპყრობის ფაქტში და ეს სახელმწიფო ინსპექტორის გუშინდელ დასკვნაში გამოიკვეთა, ვფიქრობ, ეს ადამიანები გამოძიების დასრულებამდე უნდა იქნას გადაყენებული თანამდებობიდან, მათ შორის იუსტიციის მინისტრი.

დასკვნაში იქნება ასახული ცალკეული წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტები და მეთოდები - შესაბამისი შედეგები, რაც აისახა როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე ნეირო-ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ასევე დასკვნაში იქნება რეკომენდაციები, ერთ-ერთი ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა უსაფრთხო არ არის მიხეილ სააკაშვილისთვის, მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის მდგომარეობისთვის, შესაბამისად, ის უნდა იყოს გათავისუფლებული. შეგიძლიათ წაიკითხოთ ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ საქმე, როდესაც ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ციხეთა სისტემა არ იყო ნავალნისთვის უსაფრთხო და ამის ნიადაგზე, იგი გათავისუფლდა. სწორედ ანალოგიური პრინციპი უნდა იყოს გატარებული აქ. გუშინ ვიხილეთ, რომ გორის ჰოსპიტალშიც განხორციელდა მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ეს იყო პროვოკაცია, რომ კონფილქტი გამოეწვიათ მისი მხრიდან“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრებიდან 50 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა. ის ამჟამად მკუნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა