თეგებით ძიება

დღეს აშკარად უარესადაა - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

"მე არც მანამდე არ ვიყავი აღფრთოვანებული მისი მდგომარეობით, მაგრამ დღეს აშკარად უარესადაა, სულ წოლა უნდოდა, ოდნავ განძრევა და თავბრუსხვევა აქვს.

პატარა სივრცეში გამოკეტილი ადამიანი, რომელიც იცით, როგორ შრომობდა წლების მანძილზე, მე სხვა მისი მდგომარეობა არც მახსოვს, ერთდროულად 10 საქმეს აკეთებდა და კიდევ მე-11-ზე ფიქრობდა, ასეთი ტემპი ჰქონდა, ცხოვრების წესი და უცებ, სრულიად შეეცვალა ეს ცხოვრების წესი და არის გამოკეტილი. უბრალოდ ეს მდგომარეობაც კი გაგხდის ავად. მინდა, რომ გავიდეს აქედან, ამ მდგომარეობიდან გავიდეს.

ეს შენობაც ხომ მისი აშენებულია, ის სასახლეც ხომ მისი აშენებულია, საერთოდ, საითაც არ უნდა გაიხედო, რასაც არ უნდა შეხედო, ხომ მისი გაკეთებულია?! ძალიან გულდასაწყვეტია ის, რაც ხდება“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრებიდან 50 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა. ის ამჟამად მკუნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა