თეგებით ძიება
08. 12. 2021 COVID - 19

"რად გინდა აცრა, 2 წლის შემდეგ რა მოგივა, არ იცი, თან მაინც დაგემართება" - რა უთხრა "ციტოს" თანამშრომელმა პაციენტს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს მიმოწერას, სადაც სამედიცინო ცენტრ "ციტოს" თანამშრომლის და პაციენტის საუბარია აღწერილი. მიმოწერის თანახმად, მედიკოსი პაციენტს კოვიდაცრისგან თავშეკავებას ურჩევს.

"სამედიცინო ცენტრი „ციტო“
იმედია, აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება დადებს საჯაროდ თავის პოზიცია ამ კონკრეტულ ფაქტზე და ასევე, დადოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ დაატრენინგა თავისი თანამშრომლები. ასევე უწყვეტი სანედიცინო განათლების პროგრამა რომ გაგვიზიაროთ, კარგი იქნება!

იმედია, ეს უბრალოდ გაუგებრობა იყო!
ასევე, თუ შეიძლება რომ ამიხსნათ, “მცენარეული”ვაქცინ როგორია?
თავის გამართლება არ გვინდა. გვაჩვენეთ გამოსავალი!", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა