"ხვალ, სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს" - სააკაშვილი ჟურნალისტებს მიმართავს
ხვალ, სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებს მიმართავს.
"ძვირფასო ჟურნალისტებო გორის ჰოსპიტალთან. დიდი მადლობა თავდადებისთვის და ამ სიცივეში დგომისთვის. გორი უფრო ცივია, ვიდრე თბილისი.
გატყობინებთ, რომ ხვალ, სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს (ძალიან ადრე რომ არ ადგეთ). იმედია, პრესცენტრი ნორმალურად ამუშავდა. სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი". - წერს მესამე პრეზიდენტი წერილში.
ხვალ, 9 დეკემბერს ჩანიშნულია საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე სასამართლო. შეგახსენებთ, რომ ამავე მუხლით ბრალდებულია ელგუჯა ცომაია, ხოლო მესამე პრეზიდენტის დახმარებისთვის გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები. მიხეილ სააკაშვილის საქმე ცალკეა გამოყოფილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრებიდან 50 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა. ის ამჟამად მკუნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.