კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 63 ადამიანი, ხოლო 4 145 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 879 368-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 822 108 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 12 582 პაციენტი ემსხვერპლა.