ავარიას თელავის გზაზე ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. გარდაცვლილია 35 წლამდე კაცი, რომელიც მანქანას მართავდა.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იმყოფებოდნენ. დაწყებულია გამოძიება.