1 566 თბილისი, 602 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 470 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 879 368-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.22% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.91%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 145 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 822 108.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 582 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 1 566
⭕ აჭარა - 215
⭕ იმერეთი - 602
⭕ ქვემო ქართლი - 193
⭕ შიდა ქართლი - 300
⭕ გურია - 76
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 253
⭕ კახეთი - 159
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 89
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 76
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 652 საიდანაც: 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 453, აჭარაში - 523, იმერეთში - 1 316.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 559 პირი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში - 122, იმერეთში - 462. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 340 პირი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 32, იმერეთში - 32.
1 178 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 716 - თბილისში, 279 - აჭარაში. 37 188 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.