თეგებით ძიება

რატომ მოკლა მამაკაცმა მძინარე ცოლ-შვილი - ხელვაჩაურში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

ხელვაჩაურში სოფელ ჭარნალში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმის შესახებ "კურიერისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მეზობლების თქმით, მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობები ნაჯახით მძინარე ცოლ-შვილს მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სოფელ ჭარნალში ჰყვებიან, რომ მამა-შვილი მშენებლობაზე ერთად მუშაობდნენ და საკუთარი სახლის რემონტს გეგმავდნენ, რადგან 21 წლის ახალგაზრდა ცოლის მოყვანას გეგმავდა.

გამოძიება ამ დრომდე ადგენს რის ნიადაგზე ჩაიდინა 54 წლის კაცმა სასტიკი დანაშაული.

ადგილობრივები ადასტურებენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მას პერიოდულად შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა.

​საგინაძეების ოჯახის სამივე წევრის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება შსს-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო - Rustavi2.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა