თეგებით ძიება

"ბიჭი გაქცევას ცდილობდა, მამამ ნაჯახი თავში ჩაარტყა" - ახალი დეტალები ხელვაჩაურის საზარელ ტრაგედიაზე

ხელვაჩაურში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "ფორმულას" ინფორმაციით, 50-წლამდე კაცმა, რომელმაც 45 წლის ცოლ-შვილი მოკლა, 21 წლის შვილს პირველი ნაჯახით ჭრილობა საწოლში მიაყენა.

გაირკვა, რომ კაცმა ჯერ მძინარე ცოლი მოკლა, შემდეგ კი შვილი საწოლში დაჭრა, ახალგაზრდა კაცი გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც მამამ მას ნაჯახი თავში ჩაარტყა. მეორე შვილმა, 23 წლის ახალგაზრდა ქალმა, თავს გაქცევით უშველა და მეზობლებს დახმარება სთხოვა. სიკვდილს ასევე გადაურჩა ლოგინად ჩავარდნილი ბებო.

ასევე გაირკვა, რომ კაცი პერიოდულად მედიკამენტებს იღებდა, რადგან მას, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა