თეგებით ძიება

მაღალჩინოსნის ვინაობა, ვინც პროკურატურამ სააკაშვილის თანამზრახველად გამოაცხადა, ცნობილია

ყოფილი მაღალჩინოსნი, ვინც პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველად გამოაცხადა, ცნობილია.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, შოთაძის უწყებაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ქვეყანაში საიდუმლოდ შემოსვლის მარშრუტი გიორგი ლორთქიფანიძის შედგენილია.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურატურამ განაცხადა, რომ საზღვრის უკანონო კვეთის ხელშეწყობის საქმეში ბრალი ყოფილ მაღალჩინოსანს წარედგინა, თუმცა, არ დაუკონკრეტებით, ვისზე იყო საუბარი.

თუმცა, არხის ცნობითვე, საუბარია უკრაინის ხელისუფლების ერთ ერთი ქართველ მაღალჩონოსანზე, გიორგი ლორთქიფანიძეზე.

"პირველების" ინფორმაციით, სააკაშვილის საქართვლოში შემოსვლის საიდუმლო საქმეში ეძებდნენ და ადგენდნენ ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის როლსაც. სააკაშვილის ადვოკატები ფიქრობენ, რომ ახლა პროკურატურის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ტერორის ქვეშ ამყოფოს.

გიორგი ლორთქიფანიძე 2011 წელს შსს მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა