კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3454 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი, ხოლო 3334 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 882 822-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 825 442 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 12 631 პაციენტი ემსხვერპლა.