თეგებით ძიება

"მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას მამუკა ხაზარაძის და ავთო წერეთლის დაჭერა უნდა - ვატო წერეთელი(ვიდეო)

"მაქვს ინფორმაცია, რომ უნდათ მამუკა ხაზარაძის და ავთო წერეთლის დაჭერა, რომ მერე ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთთან გამოივაჭროს რამე, რის მერეც სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს ორივეს" - ამის შესახებ განცხადება "ტვ პირველის" დამფუძნებელმა გააკეთა.

ვატო წერეთელი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ხელისუფლება ბადრი ჯაფარიძის დაკავებას ამ ეტაპზე არ განიხილავს.

ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად დაპატიმრების საფრთხისა "ტვ პირველი" არ დაიხურება და კრიტიკულ მაუწყებლობას გააგრძელებს.

"რა ელის ტვ პირველს? ტელევიზია დიდი ხანია ჩემს ოჯახს გასცდა. მამა მზად არის, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, შვილისთვის და შვილიშვილებისთვის, უკანონოდ ჩაჯდეს და იყოს პოლიტპატიმარი. ტვ პირველი უფრო მწვავე, უფრო კრიტიკული იქნება"- თქვა ვატო წერეთელმა.

მისი თქმით, ხელისუფლებასთან მამის თავისუფლებით ვაჭრობას არ აპირებს და ეს გადაწყვეტილება ოჯახმა ერთობლივად მიიღო. ვატო წერეთელი იქვე აღნიშნავს, რომ ტელევიზია კრიტიკულ ხაზს შეინარჩუნებს.






წყარო - "ტვ პირველი"



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა