თეგებით ძიება
10. 12. 2021 COVID - 19

1 575 თბილისი, 543 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 623 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 882 822-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.74%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 334 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 825 442.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 631 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 575

⭕ აჭარა - 148

⭕ იმერეთი - 543

⭕ ქვემო ქართლი - 226

⭕ შიდა ქართლი - 280

⭕ გურია - 93

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 236

⭕ კახეთი - 166

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 86

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 84

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 723 საიდანაც: 6 266 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 472, აჭარაში - 520, იმერეთში - 1 316.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 555 პირი, მათ შორის, თბილისში - 606, აჭარაში - 122, იმერეთში - 457. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 პირი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 36, იმერეთში - 33.

1 172 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 745 - თბილისში, 255 - აჭარაში. 37 285 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა