თეგებით ძიება
10. 12. 2021 COVID - 19

აცრა ერთადერთი გამოსავალია, რომ ეს თვითმკვლელობის გამოცხადებული ქრონიკა შევწყვიტოთ - აკაკი ზოიძე

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი", რომელიც გაცილებით სწრაფად ვრცელდება, უკვე საქართველოშიც იყოს.

"კოვიდინფიცირების ალბათობაა მატულობს იმ პირობებში, როდესაც 30% ატარებს პირბადეს და, დიდი ალბათობით, უკვე გვაქვს "ომიკრონის" შტამი ქვეყანაში. ზამთარი უმძიმესი იქნება, თუ დარჩენილ ერთ თვეში ვერ შევძელით მნიშვნელოვანი რაოდენობის მოქალაქეების აცრა, განსაკუთრებით, 60 წლის ზევით. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ეს თვითმკვლელობის გამოცხადებული ქრონიკა შევწყვიტოთ,"- აცხადებს აკაკი ზოიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა