თეგებით ძიება
10. 12. 2021 COVID - 19

"კოვიდ საშვების საკითხი რეფერენდუმზე გაიტანეს და საღმა აზრმა გაიმარჯვა!" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ პანდემიურ ომში წესები ყოველ დღე იცვლება.

"ეს ისე, ინფორმაციისთვის, რომ შეადაროთ “მონური” შვეიცარია და “თავისუფალი” საქართველო!
კოვიდ საშვების საკითხი რეფერენდუმზე გაიტანეს და ეს ნათელია შვეიცარიაში საღმა აზრმა, მტკიცებულებებზე დაფუძნებულმა მეცნიერებამ გაიმარჯვა!
ეს არის პანდემია, ეს არ არის კომპიუტერული თამაშები (ბევრს კი ასე ჰგონია).. ამ პანდემიურ ომში წესები იცვლება ყოველდღე.. ვინც მიიღებს სწრაფ და საღ გადაწყვეტილებას, ის მოიგებს!
გადაწყვეტილებები უნდა იყოს:
მარტო ტექნიკრატიული
არაპოლიტიზირებული
სწრაფი
მტკიცებულებებზე დაფუძნებული
ყველას ჩართულობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
პრაგმატული", - წერს ფხაკაძე.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა