თეგებით ძიება
10. 12. 2021 COVID - 19

"პირბადე სუნთქვის უკმარისობას იწვევს, ცხვირბადე მითუმეტეს" - გიორგი ელიზბარაშვილი

ჟურნალისტი, გიორგი ელიზბარაშვილი წერს, რომ პირბადე საფრთხელს უქმნის ადმიანის ჯანმრთელობას.

"კოვიდრეგულაციების წინააღმდეგი ჯერ კიდევ მაშინ ვიყავი, სანამ საქართველოში ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდებოდა. შლაგბაუმით უხილავი ვირუსის შეჩერების არ მჯეროდა, თუმცა ვაქცინა და ე.წ. მწვანე პასპორტი გამონაკლისია, რადგან მახრჩობელა პირბადისგან განსხვავებით ის ვირუსს რეალურად ებრძვის და სიკვდილიანობას მკვეთრად ამცირებს.

პირბადე სუნთქვის უკმარისობას იწვევს, ცხვირბადე მითუმეტეს, მისი განუსაზღვრელი დროით ხმარებამ შეუძლებელია, რომ ჯანმრთელობა არ დააზიანოს. მისი სწორად გამოყენება ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობას კი ამცირებს, მაგრამ ვისაც შეხვდება მისთვის გართულებისა და გარდაცვალების რისკი ისეთივეა, როგორც უპირ(ცხვირ)ბადოსი!

კომენდანტის საათი სხვა არაფერია თუ არა გაუსამართლებლად, უკანონოდ შინაპატიმრობაში ყოფნა. რასაც ასევე თან ახლავს ეკონომიკური ვარდნა, სტრესი და რიგ შემთხვევებში ოთხ კედელს შუა მოძალადესთან მარტო დარჩენა!

ტრანსპორტის აკრძალვა, რესტორნებისა და სავაჭრო ცენტრების გამოკეტვა არის ასევე ძალადობა და ადამიანების მასობრივი გაღარიბება. ლოქდაუნებმა ასობით ათასი ადამიანი გააღარიბა და ათობით ათასი გააღატაკა!

ამ ყველა ჯოჯოხეთური გამოხტომისგან განსხვავებით, რომლებიც არ მუშაობს, სხვა შემთხვევაში 12 631 დაღუპული არ გვეყოლებოდა (10 დეკემბრის მდგომარეობით) და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით სიკდილიანობით მე-8 ადგილზე არ ვიქნებოდით, ვაქცინა სულ 2 ჩხვლეტაა, ბუსტერიანად 3, რომელიც რეალურად ამცირებს სიკვდილიანობას.

ბრიტანეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, ასევე შვედეთმა, ისრაელმა და სხვა მრავალმა სახელმწიფომ სიკდილიანობა პირბადით კი არა ვაქცინით შეამცირა!
#აიცერი და ჯანდაბის იქით მოისროლე პირ(ცხვირ)ბადე!", - წერს ელიზბარაშვილი.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა