ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 13 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
საბურთალოს რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, ემხვარის, კვანტალიანის, გაგარინის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), რესპუბლისის მოედნის, ვასო აბაშიძის, თაბუკაშვილის, ჭანტურიას და ჯორჯიაშილის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი - 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, თრიალეთის და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, პილსუდსკის და პატარიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.