გლდანის ხიდებთან, ავარიის შედეგად რამდენიმე მანქანა დაიმტვრა - დაშავებულია 5 ადამიანი
თბილისში, ე.წ. გლდანის ხიდებთან მომხდარი ავარიის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.
არსებული ინფორმაციით, დაზიანებები მსუბუქია და დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.