თეგებით ძიება

კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცესკოს წევრი დამნაშავედ ცნო. დავით კირთაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის, გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო 500 ლარით დაჯარიმდა. 

სარჩელი მოსამართლემ დაჩქარებულ ვადაში განიხილა. 

შეგახსენებთ, რომ ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე, 16 ნოემბერს, დავით კირთაძემ კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, რის გამოც სხდომა გარკვეული დროით შეჩერდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 118-ე მუხლით, იმავე დღეს დაიწყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა