ავარია საგარეჯოში - დაღუპულია 25 წლის ბიჭი
საგარეჯოში მუნიციპალიტეტში - სოფელ გიორგიწმინდაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, სწრაფად მოძრავმა მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა.
ფაქტზე გამოძიება, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.