64 გარდაცვლილი და 3 542 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსს კიდევ 64 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 234 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 57 978 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 34 558, ხოლო PCR ტესტით - 23 420.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 6,11%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 7,93%, ხოლო ბოლო 7 დღეში 7,53 % შეადგინა.
10 დეკემბერსი ქვეყნის მასშტაბით 11 144 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 300 303 აცრა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 37 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 164 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა - 1 174 შეადგენს.
შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 886 364 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 827 676, ვირუსს ემსხვერპლა 12 695 ადამიანი.