თეგებით ძიება
11. 12. 2021 COVID - 19

ვეცადოთ, რაც შეიძლება მოკრძალებული ახალი წელი გვქონდეს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ახალი წლის შეკრებების რაც შეიძლება მოკრძალებულად გამართვისკენ მოუწოდებს.

"სიკვდილიანობა არ შემცირდება, სანამ ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 000-ს ქვემოთ არ ჩამოვა. მოგეხსენებათ, ახალი წელი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მოკრძალებული გვქონდეს ეს დღესასწაული. ანუ, თავი ავირიდოთ ძალიან დიდ შეკრებებს. ყველგან ვიყოთ პირბადით, იქნება ეს შიდა, ანუ დახურული სივრცე, თუ იქნება გარე სივრცე. ყველა შეკრება იქნება, ბავშვებისთვის კონცერტი თუ სხვა ასეთი ღონისძიებები, ადამიანები იყვნენ იქ აცრილი, ანუ დაუშვან მხოლოდ მწვანე პასპორტებით", - განუცხადა გამყრელიძემ პირველ არხს.

გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია პირბადის ტარება და იმ რეგულაციების დაცვა, რაც ქვეყანაში მოქმედებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა