თეგებით ძიება
11. 12. 2021 COVID - 19

„ომიკრონი“ „დელტა“ ვარიანტზე მსუბუქია“ - აფრიკელი ექიმები

სამხრეთ აფრიკელი ექიმები აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ მის წინამორბედ „დელტაზე“ უფრო მსუბუქია, - ამის შესახებ abcnews იუწყება.

ექიმი უნბენ პილაი დღეში ათობით დაავადებულ პაციენტს ნახულობს, თუმცა მას ჯერჯერობით რომელიმეს საავადმყოფოში გაგზავნა არ მოუწია.

„მათ შეუძლიათ დაავადების სახლში მართვა. უმეტესობა გამოჯანმრთელდა 10-დან 14-დღიანი იზოლაციის პერიოდში. ეს მოიცავს ხანდაზმულ პაციენტებსაც და მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს“, - განაცხადა პილაიმ.

ექიმები და სამედიცინო ექსპერტები ეჭვობენ, რომ „ომიკრონის“ უფრო მსუბუქად მიმდინარეობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ იგი ძალიან სწრაფად ვრცელდება, შესაბამისად მუტაციამ მას სიძლიერე დაუკარგა.

„მართალია, ჯერ ადრეა და ჩვენ საბოლოო მონაცემები უნდა მივიღოთ, თუმცა ამჟამად, პრაქტიკულად ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს უფრო მსუბუქი შტამია“, - განაცხადა სამხრეთ აფრიკის ჯანმრთელობის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ვილემ ჰანეკომმა.

სამხრეთ აფრიკის დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ბოლო კვირების განმავლობაში, კორონავირუსით ჰოსპიტალიზებული პაციენტების მხოლოდ 30% იყო მძიმედ დაავადებული, რაც წინა ტალღების პირველ კვირებში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე გაცილებით ნაკლებია. დაიკლო პაციენტების საავადმყოფოში ყოფნის საშუალო დრომაც. გარდა ამისა, ჰოსპიტალიზებული ადამიანების მხოლოდ 3% გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა