კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 999 ადამიანი გამოჯანმრთელდა დ 36 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში ჩატარდა 35 841 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 939, „პისიარ“ ტესტით – 15 902.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8.15%, ბოლო 14 დღის – 7.88%, ბოლო შვიდი დღის – 7.42%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 889 286 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 832 675 გამოჯანმრთელდა, 12 731 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 308 497 აცრა, დღიურად აცრილია 6 817.
კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 142 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 193 პირი.