თეგებით ძიება
12. 12. 2021 COVID - 19

შესაძლოა, "ომიკრონი" გარკვეულწილად პანდემიის დასასრულის მომასწავლებელი იყოს - ივანე ჩხაიძე

იმედს ვიტოვებთ, რომ შესაძლოა "ომიკრონი" გარკვეულწილად პანდემიის დასასრულის მომასწავლებელი იყოს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

"ოპტიმისტური პროგნოზის იმედს მართლაც ვიტოვებთ, რომ შესაძლოა ომიკრონი გარკვეულწილად პანდემიის დასასრულის მომასწავლებელი იყოს. სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის განმავლობაში ის (ომიკრონი) ერთეული შემთხვევებიდან დომინანტური გახდა, ახლანდელი პროგნოზით დიდი ბრიტანეთში, შოტლანდიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში დეკემბრის განმავლობაში შესაძლებელია ის დომინანტური გახდეს. ეს რისკი არსებობს. მართალია, ახალი შტამი მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ის რადგან ბევრ ადამიანშია, ამან შეიძლება ზეწოლა გაზარდოს სამედიცინო სფეროზე," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ის საშიშ შტამთა სიაში შეიყვანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა