თეგებით ძიება

"შიმშილით დავიხოცებით მეც და ჩემი შვილიც" - რამდენიმე კილოგრამი ჯართის მოპარვის გამო 28 წლის კაცს 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება

28 წლის ნიკოლოზ სემიონოვს 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება რამდენიმე კილოგრამი ჯართის მოპარვის ბრალდების გამო.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მისი ვერსიით, წარსულში პირობითი სასჯელის გამო, პოლიციამ ბრალი თავად შეუთითხნა.

"შიმშილით დავიხოცებით მეც და ჩემი შვილიც. ვატყუებ, რომ სამუშაოდ არის წასული-მეთქი. გული მტკივა, ჩემი შვილის ასეთ საცოდაობას რომ ვუყურებ", - აცხადებს "ფორმულასთან" საუბარში მარიამ ნოზაძე, ნიკოლოზ სემიონოვის მეუღლე.

სემიონოვის საქმე ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლოში განიხილება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა