კაცმა 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის 8 თვის ბავშვი
ახალქალაქში, შუახნის კაცმა 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის 8 თვის ბავშვი. შემთხვევა წუხელ მოხდა.
"ფორმულას" ინფორმაციით, დაშავებულებთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. თავდამსხმელი დაკავებულია.