ვინ არი კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი და 1 წლამდე ბავშვი დაჭრა? - ახალი დეტალები
11 დეკემბერს, ახალქალაქში მამაკაცმა ოჯახის წევრები და ახლობლები ცივი იარაღით დაჭრა, მათ შორის დაჭრილი 10 თის ჩვილიც. ბავშვს ჭტილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული.
მძიმეა სიმამრის, სიდედრის და ყოფილი ცოლის დის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ მრავლობითი ჭრილობები აქვთ მიყენებული. დაჭრილთანაგ 2 თბილისის კლინიკაშია გადმოყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ციხიდან გათავისუფლებული პატიმარი ცოლის ოჯახში შურისძიების მიზნით შეიჭრა.
ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი ქალი, 32 წლის ოსან ქურდოღლიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ის "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მეუღლის ერთი წლის წინ დაშორდა. მისი თქმით, ყოფილ მეუღლეს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
ბავშვების სანახავად იყო მოსული, წაიყვანა მაღაზიაში და ტკბილეული უყიდა. ნასვამი იყო და უცებ, არ ვიცი რა დაემართა. ჩემი ორივე შვილი ძლივს გადაურჩა დაჭრას. ჩემი მშობლები კი მძმედ არიან დაჭრილები. დაჭრილია ასევე ჩემი ძის ცოლი და მისი ათი თვის ჩვილი. ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. შური იძა იმის გამო, რომ მამაჩემმა ადდრე ჩემზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო უჩივლა პოლიციაში და ციხეში იჯდა. ახლა გამოსულია და თუ არ უმკურნალებენ და ისევ გამოუშვებენ, ისევ იგივეს იზამს, - ამბობს ბრალდებულის მეუღლე.
მომხდარის შემდეგ 42 წლის სასურ მარტიროსიანმა სახის არეშ თვიდაზიანებები მიიყენა, რის შემდეგაც კლინიკას თავადვე მიმართა. სამარტალდამცველებმა ის სწორედ კლინიკაში დააკავეს.
შსს დამნაშავეს 5 ადამიანი განზრახ მვკლელობას ედავება.
tvpirveli.ge