დადასტურდა თუ არა "ომიკრონი" საქართველოში? - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე
კორონავირუსის ახალი ვარიანტი "ომოკრონი", დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ჯერჯერობით ლაბორატორიულად საქართველოში დადასტირებული არ არის.
„ჯერ ჩვენ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს, მონიტორინგი მიდის, მიმდინარეობს სექვენირება. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სპეციფიური „პისიარ“ ტესტები, სადაც გამორიცხვის მეთოდით შეგვიძლია ეჭვის მიტანა და შემდგომ გენეტიკური სექვენირებით დადგენა, არის თუ არა „ომიკრონი“. ჯერჯერობით არ ფიქსირდება, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოჩნდება. უნდა ვატაროთ პირბადე, რაც გააკეთა ყველა ქვეყანამ, დაუბრუნდნენ წინანდელ რეკომენდაციებს. პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში აუცილებელია, დისტანცია, სანიტარული წესები, დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება და რაც შეიძლება მეტი აცრა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ის საშიშ შტამთა სიაში შეიყვანა.