"სასაკლაო, გაიყვანეთ ამ კლინიკიდან თქვენი პაციენტები. პაპა 1 კვირის წინ გავასვენეთ, ბებო დღეს დაიღუპა" - რუსთავში მედიკოსებს პაციენტის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ
რუსთავში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან კოვიდინფიცირებული პაციენტის ახლობლები არიან მობილიზებულები. ისინი მედიკოსებს უყურადღბობასა და პაციენტის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ.
"მოგიწოდებთ, ვისაც გიწევთ პაციენტი "აზოტის კლინიკაში" დაუყოვნებლივ გადაიყვანთ სხვა კლინიკაში, რადგან აქ არის სასაკლაო. დაახლოებით ერთი კვირის წინ გავასვენეთ პაპა, რომელიც აქ თავისი ფეხით შემოვიდა. დღეს დილით დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბებოც დაიღუპა. პაციენტი, რომელსაც არანაირი გართულება არ ჰქონია შესვლის დღიდან, მას უფიქსირდებოდა ფილტვის 14-ქულიანი დაზიანება, უყურადღებობის და მედიკამენტების მიუწოდებლობის გამო დაიღუპა", - აცხადებს "ინფო რუსთავთან" საუბრისს გარდაცვლილი ქალის ახლობელი.
მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალს ვერ უკავშორდებოდნენ, მედიოსებიო ზარებზე არ პასუხობდნენ.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველებუ.