პრეზიდენტის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია - ნიკოლოზ ყიფშიძე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთეობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მას დაემატა ანემია და რამდენიმე ახალი პრობლემა.
"პრეზიდენტის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, გრძელდება საერთო სისუსტე, დისბალანსი, სიარულის პრობლემები აქვს. ამას დაემატა რამდენიმე ახალი პრობლემა - კუჭნაწლავის პრობლემები, ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარდა და ნეიროდეფიციტი, რაც ჩემი აზრით, უკვე გამოხატულია.
ჩემი აზრით, არ არის ბოლომდე მკურნალობა ადეკვატური იმისა, რაც სჭირდება. ეს არის დიაგნოსტიკა, პრეპარატები.... პრეპარატებში უნდა მოხდეს კორეგირება, შეიძლება ერთი კვირის წინ ერთი პრეპარატი უნდა მიიღო, შემდეგ უნდა მიიღო სხვა პრეპარატი. [ფსიქოემოციური მდგომარეობა] მე ვიტყოდი, რომ სტაბილურად ცუდია, ვერ გეტყოდით, რომ გაუმჯობესებულია ",- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ პაციენტის მონახულების შემდეგ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრებიდან 50 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა. ექსპრეზიდენტი ამჟამად მკურნალობის კურს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.