შეიძლება ამ თვის ბოლოს საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევები გამოვლინდეს - ალექსანდრე გოგინავა
ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში, კორონავირუსის ახალ ვარიანტზე „ომიკრონზე“ ისაუბრა.
„შეიძლება ამ თვის ბოლოს უკვე საქართველოშიც იყოს „ომიკრონის“ შემთხვევები გამოვლენილი, მაგრამ რეალურად, იმისთვის, რომ რისკები შევამციროთ და ასევე, მომზადებული შევხვდეთ, რამდენიმე რამ უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში ის, რომ ვაქცინაციის პროცესი უნდა წავიდეს აქტიურად, იმიტომ, რომ კვლევები აჩვენებს, რომ ძირითადად აგრესიულად ეს ახალი შტამი ვრცელდება იქ, სადაც ვაქცინაციით მოცვა მოსახლეობის არის დაბალი“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.