კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი, ხოლო 4 588 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 890 813-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 837 263 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 12 777 პაციენტი ემსხვერპლა.