ქობულეთში სამი ადამიანი დაჭრეს
ქობულეთში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ სოფელ გვარაში მოხდა. დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როცა ადგილობრივები სატვირთო მანქანებში ციტრუსს ტვირთავდნენ.
დაჭრილები ქობულეთის ევექსის კლინიკაში გადაიყვანეს.ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული უკვე დააკავა.