775 თბილისი, 216 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 264 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 890 813-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 დეკემბრის ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.80% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.45%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 588 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 837 263.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 777 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 775
⭕ აჭარა - 97
⭕ იმერეთი - 216
⭕ ქვემო ქართლი - 71
⭕ შიდა ქართლი - 98
⭕ გურია - 23
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 119
⭕ კახეთი - 65
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 32
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 27
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 747 საიდანაც: 6 138 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 402, აჭარაში - 523, იმერეთში - 1 314.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 515 პირი, მათ შორის, თბილისში - 610, აჭარაში - 124, იმერეთში - 456. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 327 პირი, მათგან თბილისში - 178, აჭარაში - 37, იმერეთში - 31.
1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 764 - თბილისში, 261 - აჭარაში. 33 426 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.