თეგებით ძიება

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინა

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციისთვის სამართალდამცველებმა საქართველოს მასშტაბით 26 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ფინანსტა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი, რაზედაც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 26 პირი.
გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 89 033 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 400 000 ლარს აღემატება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა