რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი სამი პირის დაჭრასთან დაკავშირებით
ქობულეთში მომხდარი ინციდენტის თვითმხილველები ყვებიან, რომ ჩხუბში მონაწილე პირები სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ურთიერთშელაპარაკებით დაწყებული კონფლიქტი კი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
"მანდარინის ხარისხი არ მოეწონათ, დაიწყეს ჩხუბი. როგორც შევიტყვე, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. ხმაურზე პოლიცია გამოიძახეს და როგორც საბოლოოდ გავიგე, დაპირისპირებისას სამი დაიჭრა," - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ექიმების ცნობით, ერთი მათგანი ბინაზე უკვე გაეწერა, ხოლო ორი დაჭრილის მდგომარეობა, რომლებიც კლინიკაში რჩებიან, სტაბილურია.
ცნობისთვის, ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე პოლიციამ უკვე დააკავა ერთი პირი.