თეგებით ძიება

მოქალაქე, რომელმაც მერიის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, ამტკიცებს, რომ ემუქრებიან(ვიდეო)

მოქალაქე, რომელმაც მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, ამტკიცებს, რომ დილით მას სახლთან უცნობი პირები დახვდნენ და დაემუქრნენ.

კაცი ამბობს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"დღეს ჩემთვის უცნობი პირები დამხვდნენ სადარბაზოში. ბესო ცეცხლაძის წინააღმდეგ ჩვენება რატომ მიეციო? თუ სარჩელს არ გამოიტან, იცი, რაც მოგივაო... ამ დროს დავურეკე მერაბ ფარტენაძეს, ხმა რომ გაიგეს, გაიქცნენ. მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა"- აცხადებს მოქალაქე, რომელიც უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაობას არ ასახელებს.

ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე ირწმუნება, რომ მერიის მაღალჩინოსანი, ბესო ცეცხლაძე, მას იარაღით დაემუქრა, "ტვ პირველმა" დაპირისპირების კადრებიც მოიპოვა. ინციდენტი 10 დეკემბერს, აეროპორტის გზატკეცილზე, მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ფარტენაძე გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც "ტვ პირველმა" ის კადრები გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, რომ ზედამხედველობის უფროსის მოადგილე, ბესიკ ცეცხლაძე, მიდის სამშენებლო ობიექტზე და ემუქრება იქ მომუშავე ადამიანებს. კადრებში ისმის ხმა - "დაგიხვრეტ მუხლებს".

ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძის ინფორმაციით, დაპირისპირება ცეცხლაძესთან 2 წლის წინ დაიწყო, როცა ამ უკანასკნელმა მას კუთვნილი ფართის საბაზრო ღირებულების ნახევარ ფასად გადმოცემა მოსთხოვა, პასუხად კი უარი მიიღო. ამის შემდგომ კი დაიწყო ფარტენაძის კუთვნილი სავაჭრო ობიექტების დაჯარიმება, თუმცა, ფარტენაძემ სასამართლოს მიმართა, რომელმაც აღნიშნული ჯარიმები ანულირებულად ცნო.

ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე მაღაზიათა ქსელის, „ფარფურის“ მფლობელია. ის მუქარის შემთხვევაზე რამდენიმე თვის წინაც საუბრობდა. კერძოდ მერაბ ფარტენაძე ამბობდა, რომ მას ე.წ. ქურდული სამყაროს ავტორიტეტის, „ენცოს“ სახელით ემუქრებოდნენ. განცხადებას წინ, ფარფურის კუთვნილი მაღაზიების დაწვა უძღოდა.





წყარო - "ტვ პირველი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა