თეგებით ძიება
13. 12. 2021 COVID - 19

ჯერჯერობით "ომიკრონის" შემთხვევა საქართველოში დადასტურებული არ არის - თამარ გაბუნია

"საქმე გვაქვს ომიკრონთან. ჯერჯერობით შემთხვევა დადასტურებული არ არის" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია საუბრობს.


"63-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული, რა თქმა უნდა, ჩვენც ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს. დღეს არის ქვეყანაში იმის შესაძლებლობა, რომ საეჭვო შემთხვევა იქნეს გამოკვლეული და სექვინირების გზით დავადგინოთ, თუ საქმე გვაქვს ომიკრონთან. ჯერჯერობით შემთხვევა დადასტურებული არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი სწრაფი გავრცელების და მიგრაციის გამო, რისკები არსებობს და გამომდინარე აქედან, ისევ და ისევ მნიშვნელოვანია საზღვრებზე კონტროლის გაძლიერება, რაც ქვეყანამ უკვე დაიწყო, მაშინვე, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა. ასევე პირადი დაცვის საშუალებები, კოვიდ-რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია.

მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვაქცინის დაცვის ეფექტი ძალაში რჩება ომიკრონთან მიმართებით, განსაკუთრებით მესამე - ბუსტერ დოზაზე კეთდება აქცენტი.

ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, საეჭვო შემთხვევები, რომლებიც გამოვლინდა შევისწავლეთ რამდენიმე და ომიკრონი არ დადასტურდა." - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა