ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევითაა დაკავებული - ადვოკატი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი მივიდა.
მისი თქმით, ადვოკატები სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელში ყველა დოკუმენტს გამოიყენებენ, რომელიც ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევას.
"ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, სამართლებრივად აქტუალურ საკითხებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოვახდინოთ რეაგირება სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე. მოგეხსენებათ, უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ და ეს ჩვენი მოსაზრება კი არ არის, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები მისი დაპატიმრების დღიდან არაერთხელ დაირღვა და ეს მიუთითებს, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევითაა დაკავებული,"- აცხადებს საძაგლიშვილი.