9 და 12 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს - 40 წლამდე კაცი შვილებზე სისტემატიურად ძალადობდა
არასრულწლოვანი ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. პედოფილიის შემზარავ შემთხვევაზე ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.
40 წლამდე მამაკაცი 9 და 12 წლის შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაშია მხილებული. არხის ინფორმაციით, მამა საკუთარ შვილებზე ნაქირავებ ბინაში სისტემატიურად ძალადობდა.
"რუსთავი 2"-ის ცნბითვე, საქმეში კიდევ ერთი მამაკაცი ფიგურირებს.
პედოფილების მსხვერპლ ბავშვებთან, ამჟამად, ფსიქოლოგები მუშაობენ. არასრულწლოვნები სოციალურმა სამსახურმა თავშესაფარში გადაიყვანა. ამოღებულია მტკიცებულებები და დალუქულია დანაშაულის ადგილი.