თეგებით ძიება

კრიმინალური ავტორიტეტის, "იაპონჩიკის" მკვლელობისათვის ორი ქართველი გასაამართლეს

სკოვის საქალაქო სასამართლომ 15 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ორ ბრალდებულს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით, კრიმინალური ავტორიტეტის, ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე "იაპონჩიკის" მკვლელობაში თანამონაწილეობისათვის. ეს არის მეორე განაჩენი გახმაურებულ საქმეზე.

პროკურატურის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ჯამბულ ჯანაშიასთვის და მურთაზ შადანიასთვის, შესაბამისად, 16 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

ორ მსჯავრდებულს ბრალად ედება პირთა ჯგუფის მიერ დაქირავებული მოტივით მკვლელობა, იარაღის უკანონო შენახვა და ინფორმაციის ფარულად მოპოვებისთვის ტექნიკური საშუალებების გამოყენება. ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულები ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

მანამდე, 23 აპრილს მოსკოვის საველოვსკის სასამართლომ ივანკოვის მკვლელობის საქმეზე პირველი განაჩენი გამოიტანა. მკვლელობის ერთ-ერთმა თანამონაწილეს, კახა გაზაევს, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. გაზაევმა დანაშაული აღიარა, ამიტომ სასამართლომ მისი საქმე განიხილა სპეციალური წესით - მტკიცებულებების გამოკვლევისა და მოწმეების დაკითხვის გარეშე. ამ შემთხვევაში მისი სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს შესაძლო მაქსიმალურის ორ მესამედს. საქმეზე კიდევ სამი ბრალდებული საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული.მათ შორის არიან ასტამურ ბუტბა და ნუგზარ პაპავა, რომლებიც ბოლო მონაცემებით აფხაზეთში იმალებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა