თეგებით ძიება

გატეხილი თავი და სისხლჩაქცევები სხეულზე - მოსამართლემ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული გაათავისუფლა

ხანჯლით მიყენებული მძიმე ჭრილობები, გატეხილი თავი და ათობით სისხლჩაქცევა მთელს სხეულზე - "ტვ პირველმა" თბილისში ქალზე მომხდარი სასტიკი ძალადობის დამდასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა.

38 წლის მონიკა პაპაშვილი აცხადებს, რომ უმძიმესი დაზიანებები მას ქმარმა მიაყენა.

ირკვევა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. კოჭლამაზაშვილმა ცოლზე ძალადობაში დადანაშაულებული 31 წლის ვალერიან ჩომახაშვილი წაყენებულ უმძიმეს ბრალდებებში გაამართლა და სხდომათა დარბაზიდან გაუშვა.

უფრო კონკრეტულად, მოსამართლემ სავარაუდო მოძალადე სამი ეპიზოდიდან მხოლოდ ერთში, ფსიქოლოგიურ ძალადობაში გაამტყუნა და 400 საათით, საზოგადოების სასარგებლო შრომაში ჩაბმა დააკისრა.

მოსამართლემ ძალადობის ამსახველი ფოტოები მტკიცებულეებად აერთადერთი არგუმენტით არ დაუშვა - ქალმა ქმარს დაგვიანებით უჩივლა.

მონიკა პაპაშვილი ამბობს, რომ ქმარმა პირველად 23 ივლისს იძალადა და მისი წამება 9 თებერვლამდე გრძელდებოდა. სწორედ 9 თებერვალს განაცხადა პოლიციაში ძალადობის შესახებ ახალგაზრდა ქალმა.

ძალადობის მსხვერპლი ქალის ინტერესების დამცველები ამბობენ რომ გადაწყვეტილება უკანონოა და მოძალადე კაცს გომელაურის უწყება მფარველობს.


წყარო - "ტვ პირველი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა