შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული მამა გაასამართლეს - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ
არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამას პატიმრობა შეეფარდა.
მოძალადე მამასთან ერთად, პატიმრობა შეეფარდა კიდევ ერთ ბრალდებულ პირს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა სოფო გოგლიჩიძემ განუცხადა, ბრალდებული მამა ფაქტს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ადვოკატი დეტალებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს, მაგრამ განმარტავს, რომ ის ოჯახის ახლობელი არ არის. ამასთან, ჰქონდათ თუ არა ფსიქოლოგიური პრობლემები დაკავებულებს, ადვოკატის თქმით, ეს საქმეში ჯერჯერობით არ იკვეთება.