თეგებით ძიება

შესაძლოა, ჩვენ მივიღოთ არა მიხეილ სააკაშვილი ჯანსაღი გონებით, არამედ, ინვალიდი მიხეილ სააკაშვილი - ექიმი

სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული სტრესი და ვერნიკეს ენცეპალოფატია, რომელიც შეიძლება იმდენად დამძიმდეს, რომ ჩვენ მივიღოთ არა მიხეილ სააკაშვილი ჯანსაღი გონებით, არამედ, ინვალიდი მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ცენტრ ,,ემპათიას“ ნევროლოგმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მეოთხე დღეა, დაეწყო ანორექსიის ნიშნები, ის საკვებ დანამატებს ვერ იღებს, რაც მძიმე შედეგის მომტანი იქნება.

ოთარ თოიძით თქმით, არის საძილე მედიკამენტების მთელი არსენალი, რომელიც შესაძლებელი იყო, რომ დანიშნულიყო.

"არ უნდა მიეღო ეს მედიკამენტი, რომელიც დაენიშნა პრეზიდენტს არადანიშნულებისამებრ. პრეპარატ კეტალეფტს აქვს თავისი ინსტრუქცია, ნებისმიერს შეუძლია, გაეცნოს ამ ინსტრუქციას და ნახოს, ინიშნება თუ არა ის ძილის მოსაწესრიგებლად. ახლა ლაპარაკოა მულტიპროფილურ და სპეციალიზირებულ დაწესებულებაზე და არა მულტიფუნქციურ დაწესებულებაზე.

მიხეილ სააკაშვილს ამჯამად პოსტტრამვული სტრესი აქვს, მაგრამ მასზე მეტად აწუხებს ის ვერდიკეს ენციოპათია, რომელიც შეიძლება, ისე დამძიმდეს, რომ შესაძლოა, მივიღოთ ინვალიდი მიხეილ სააკაშვილი- განაცხადა გორის ჰოსპიტალში შესვლისას ნევროლოგმა.", - აცხადებს თოიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრებიდან 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა მიხეილ სააკაშვილი. ის ამჟამად მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა