თეგებით ძიება

ბავშვები დასტრესილები იყვნენ. პატარა გოგო უცემია კიდეც - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დედა ყოფილი ქმრის უმკაცრეს დასჯას ითხოვს

პედოფილიის შემზარავი საქმე, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტი ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მამაა. 9 და 12 წლის შვილებზე სექსუალურ ძალადობაში მხილებულ მამას, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს. მას დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბავშვების დედა "რუსთავი2"-თან საუბარში დეტალურად აღწერს, თუ როგორ აშანტაჟებდა მამა არასრულწლოვნებს და როგორ აიძულებდა მათ სექსუალური ძალადობის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვათ. ქალი ყვება, რომ მისი ყოფილი ქმარი სხვა ბავშვებზეც ძალადობდა და მათ გაჩუმებასაც, სავარაუდოდ, მუქარის გზით ახერხებდა.

ის, რომ 40 წლამდე მამაკაცი სექსუალურ დანაშაულში წარსულშიც არაერთხელ იყო შემჩნეული, ცნობილია ადგილობრივებისთვისაც. ბავშვების დედის ოჯახში "კურიერს" კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლის შესახებ უამბეს.

"15 წლის გოგოზე იძალადაო. ავადმყოფს, მოხუცს, შინაურს და გარეულს არ ინდობდა,"- აცხადებს ბავშვების ბებია.

შვილებზე სექსუალური ძალადობის საქმე დედის შეტყობინების საფუძველზე გაიხსნა, რომელმაც პოლიციას სხვა პირის წინააღმდეგ მიმართა და განაცხადა, რომ 24 წლის მამაკაცი მის არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადობდა. სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს, დაკითხვის დროს კი ბავშვებმა გაამჟღავნეს, რომ მათ მიმართ პირველად მამამ იძალადა, რაც ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ირკვევა, რომ ცოლთან დაშორების შემდეგ მამაკაცმა არასრულწლოვანი შვილების წაყვანა მოახერხა და მათთან ერთად სხვა ქალაქში, ნაქირავებ ბინაში გადავიდა. სწორედ აქ ხდებოდა არასრულწლოვნების მიმართ შემზარავი დანაშაული.

"ბავშვები დაუშინებია, რომ თუ მე პოლიცია დამიჭერს, თქვენ ბავშვთა სახლში წაგიყვანენ და იქ ცუდად მოგექცევიანო. ალბათ აშინებდა, თუ პაპას, ბიძიას ან დედას რამეს ეტყვი, მოგკლავო. ბავშვები დასტრესილები იყვნენ. როგორც შევიტყვე პატარა გოგო უცემია კიდეც, თავში ჩამარტყა ორჯერო ბავშვს უთქვამს. პოლიციელმა მითხრა, რომ ადრე მას ასეთი შემთხვევა ჰქონდა არასრულწლოვანზეო. საკუთარ მამას თუ ასეთი რამის გაკეთება შეეძლო, ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ჩემი მთავარი მოთხოვნაა, უმკაცრესად დაისაჯოს და სამუდამო მისცენ,"- აცხადებს ბავშვების დედა.

პედოფილიაში, მათ შორის საკუთარ შვილებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს. სასამართლომ დღეს წინასწარი აღკვეთი ღონისძიების შესახებ იმსჯელა.

შემზარავი დანაშაულის შესახებ რეპორტაჟი "კურიერმა" გუშინ მოამზადა. 40 წლამდე მამაკაცს ბრალი არასრულწლოვნების გაუპატიურების მუხლით წარუდგინეს. მას 11-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები თავშესაფარში გადაიყვანეს. მათ გუშინ დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდათ. არ არის გამორიცხული გამოძიების პროცესში დაზარალებული არასრლუწლოვნების წრე გაფართოვდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა