სპეცოპერაციის ახალი დეტალები - არიან დაკავებულები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები დააკავა.
საპოლიციო ღონისძიებები რამდენიმე უბანში ერთდროულად ტარდებოდა.
გლდანი-მუხიანის დამაკავშირებელი გზატკეცილის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.
მეზობლების თქმით, დაკავებული პირები მდგმურები იყვენენ და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.
ამ ეტაპზე სპეცოპერაციის დეტალები ცნობილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.